ვირტუალური სატელეფონო ცენტრი
არსებობს მრავალი ტიპის PBX : აპარატურული ან პროგრამული,
მომხმარებლის ოფისში განთავსებული ან ვირტუალური.
თითოეულ მათგანს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. PBX - არის
სატელეფონო სისტემა რომელსაც შეუძლია მართოს და აკონტროლოს როგორც
კომპანიის შიდა კომუნიკაციები (შიდა ნომრები სამუშაო ადგილებზე და
უფასო ზარები კომპანიის შიგნით), ასევე კომპანიაში შემავალი და
გამავალი ზარები.
PBX სატელეფონო სისტემას იცნობენ ასევე როგორც - ღრუბლოვან PBX
(მას ასევე ხშირად უწოდებენ ჰოსტინგ VoIP-ს, ან ვირტუალურ სატელეფონო
ცენტრს) განთავსებულია მომსახურების მიმწოდებლის ტერიტორიაზე და
მომხმარებლებს ეძლვათ მასთან წვდომა ონლაინ პორტალის, ინტერნეტის
საშუალებით. ახლანდელი ტენდენციაა ასეთ მომსახურებაზე გადასვლა და
ამიტომ ვირტუალური სატელეფონო ცენტრი თანდათან კიდევ უფრო მეტად
მიმზიდველი ხდება მომხმარებლებისთვის.
მიუხედავად ამისა კომპანიები კვლავ აწყდებიან პრობლემას, თუ რა
მომსახურებით ისარგებლონ: ადგილობრივი სატელეფონო სადგურით, თუ
აირჩიონ ვირტუალური მომსახურება.
ლოკალური მოდელი უკეთესია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ
ტექნიკური პერსონალი, რომელთაც შეუძლიათ იზრუნონ ინფრასტრუქტურის
მართვაზე და ურჩევნიათ თვითონ აკონტროლონ სისტემა და ბიზნეს
მონაცემების კონფედენციალურობა. ასეთ დროს ახალი სისტემების დანერგვა
ლოკალურად არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რადგანაც ასეთმა
კომპანიებმა იციან, თუ რა აპარატურული პრობლემები შეიძლება რომ
შეექმნათ მათ და როგორ გადალახონ ისინი.
მეორეს მხრივ, კომპანიებს რომლებსაც არ გააჩნიათ ტექნიკური
პერსონალი სერვერების სამართვად ირჩევენ ვირტუალურ ვარიანტს. ამ დროს
ისინი თავიანთი ბიზნეს მოდელის მართვას სრულად ანდობენ მომსახურების
მიმწოდებელ კომპანიებს.
მოგახსენებთ ამ ტიპის სატელეფონო სისტემის უპირატესობებს:
• კომპანია არ ყიდულობს ძვირადღირებულ აპარატურას და არ ზრუნავს
აღნიშნული აპარატურისათვის სპეციალური ინფრასტრუქტურის
მოწყობაზე;
• კომპანიას არ უწევს თანამშრომლების (სპეციალისტების) აყვანა
სამსახურში სატელეფონო ინფრასტრუქტურის მოსავლელად;
• კომპანია ერთხელ იხდის მომსახურების საფასურს და მთელი წლის
განმავლობაში იღებს მომსახურებას შეთანხმებული SLA-ის მიხედვით;
• ოფისის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში არ უწევს ზრუნვა
აპარატურის გადატანაზე და არ აქვს წყვეტა სატელეფონო მომსახურების
მიმართულებით;
• წინასწარ შეთანხმებული პირობების მიხედვით კომპანიას შეუძლია
დაუკვეთოს მომსახურების მიმწოდებელს სატელეფონო ფუნქციების ცვლილებები
ნებისმიერ დროს;
• სატელეფონო ინფრასტრუქტურის განახლებები, სისტემური ცვლილებები
და დაგეგმილი/გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოები სატელეფონო
მომსახურებასთან დაკავშირებით განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებლის
მიერ წინასწარ მიწოდებული და ორივე მხარის მიერ ხელმოწერებით
დადასტურებული SLA-ს მიხედვით.