image
ქოლ ცენტრის გამართვა

ქოლ ცენტრის გამართვა
გლობალტელის თანამედროვე მრავალფუნქციურ სატელეფონო ქსელში ჩართვით თქვენ შეამცირებთ სატელეფონო დანახარჯებს და გახდით თქვენს სატელეფონო ინფრასტრუქტურას უფრო მოქნილს, რაც საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ თქვენი კომპანიის მუშაობის ეფექურობა და გაიადვილოთ კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. გარდა ფინანსური სარგებელისა, გლობალტელის ქოლ ცენტრის დანერგვით მიიღებთ პროდუქტს, რომელიც უზრუნველყოფს:
 
  • შიდა ნომრებს თითოეული თანამშრომლისთვის;
  • უფასო ზარებს კომპანიის შიდა ნომრებზე ტერიტორიული ადგილმდებარეობის მიუხედავად;
  • კომპანიიდან გარეთ გარეთ გამავალ ზარებს როგორც ლოკალური, ასევე უცხოეთის მიმართულებით;
  • შემავალ და გამავალ ზარებს ერთი სატელეფონო ნომრით;
  • ზარების ჩაწერას და მოსმენას ონლაინ რეჟიმში;
  • ზარების ისტორიის შენახვას;
  • შემავალი და გამავალი ზარების სტატუსის ნახვის შესაძლებლობას;
  • ავტომოპასუხის გააქტიურებას;
  • სამუშაო და არასამუშაო საათების/დღეების მიხედვით ზარების შესვლის ლოგიკის გაწერას;
  • შემავალი ზარების გადანაწილებას შეთანხმებული ლოგიკის მიხედვით;
  • ხმოვანი ფოსტის ფუნქციის გააქტიურებას;
  • გადამისამართების სერვისის ჩართვას და კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობას;
  • გამავალ ზარებს კომპანიის ნომრებიდან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული სატელეფონო ნომრებით;
  • ქოლ ცენტრის ოპერატორების მიერ მიღებული და განხორციელებული ზარების სტატისტიკას;
  • სატელეფონო ნომრის ანგარიშზე არსებული ბალანსის ნახვის შესაძლებლობას;
  • სასურველ ნომერზე დარეკვის ტარიფის ნახვის შესაძლებლობას;
  • ოპერატორების აქტივობების სტატისტიკას;
  • და სხვა.
 
"გლობალტელის" სპეციალისტების დახმარებით თქვენ შეძლებთ ზემოთხსენებული მომსახურების დანერგვას და ამ მომსახურების ფარგლებში აღწერილი სერვისებით სარგებლობას.


სახელი და გვარი*
ელ-ფოსტა*
ტელეფონის ნომერი*
კომპანია*
პირადი ნომერი ან საიდენთიფიკაციო კოდი*
ქოლ ცენტრის გამართვის მოთხოვნა*