ხარისხი და უსაფრთხოება
მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მომხმარებლების და მათ მიერ გამოყენებული სისტემების უსაფრთხოება, მათი დაცვა და შესაძლო კიბერ შეტევების პრევენცია.
შპს „გლობალ სელი“ ის ქსელში ჩართული მომხმარებლების წვდომა ღრუბლოვან PBX-თან ხორციელდება თითოეული მომხმარებლის ინფრასტრუქტურის დაშვებით IP მისამართების დონეზე და მუდმივად, 24/7-ზე მიმდინარეობს სისტემის მონიტორინგი.
შპს „გლობალ სელის“ სასერვერო ინფრასტრუქტურა განთავსებულია დაცულ გარემოში, სადაც გათვალისწინებულია გარე სამყაროსთან წვდომის რამდენიმე ალტერნატული შესაძლებლობა და სასერვეროში შეღწევის მაღალი დონის კონტროლი.
სასერვეროში უზრუნველყოფილია ელ-კვების და გაგრილების ალტერნატიული საშუალებები. ელ-ენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ავტონომიური საშუალებებით და კვების ერთი სისტემიდან მეორეზე გადართვა ხორციელდება წყვეტის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა სისტემის ფუნქციონირების საიმედოობის და მომხმარებლების ანგარიშების დაცულობის გარანტიას.
ბეჭდვა